გიორგი მარგველაშვილის და დავით უსუფაშვილის შეხვედრა დასრულებულია- რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში ამ დროისათვის დასრულებულია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა რეზიდენცია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მათთვის მისაღებ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა. ამ დროისთვის პრეზიდენტის მიწვევას, დადებითად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიავარია თელავში- გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდა