გიორგი მარგველაშვილი:ვხედავდი და ვხედავ სასამართლოს დისკრედიტაციას… ჩვენ ვიჭრით ტოტს, რაზეც ვზივართ

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა“ვხედავდი და ვხედავ სასამართლოს დისკრედიტაციას… ჩვენ ვიჭრით ტოტს, რაზეც ვზივართ,”- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ვითარდება და ეს შესამჩნევია. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პოლიტიკოსებს ნუ აქცევენ სასამართლო სისტემას პოლიტიკური კინკლაობის ცენტრად.

“მე ნათლად მოვუწოდე სასამართლოს საკონსტიტუციო უფლების აღდგენისკენ. არა კონტერული რომელიმე პირის, არამედ იმ ადამიანების მიმართ აღმოჩნდა კანონს მიღმა. ეს განხორციელდა კიდეც.  ეს მეტყველებს ჩვენი სასამართლოს სისტემის განვითარებისკენ. მხარი დავუჭირე მოსამართლეებს, მთელ მოსამართლეთა კორპუსს სწორედაც, მე ვხედავდი და ახლაც სამწუხაროდ ვხედავ სასამართლოს დისკრედიტაციის.

ამ მცდელობაში მთელი პოლიტიკური სპექტრია ჩართული. ერთ მხარეს არ მოწონს აკრიტიკებს, მეორეს არ მოწონს აკრიტიკებს. მე მინდა მათ გავახსენო ყველას სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციით და მოსამართლეებზე წნეხის მოხდენით ჩვენ ვიჭრით ტოტს რომელზეც ვზივართ. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო. შენ თუ არ მოგწონს გადაწყვეტილება ამას სამართლიანად უნდა შეეწინააღმდეგო.

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა პოლიტიკური შეჯიბრების არეალი არ არის, ამ სისტემამ მტყუან-მართალი უნდა განსაჯოს.
ეს სისტემა ვითარდება დგავს წინ ნაბიჯებს. შეიძლება იყოს შეცდომები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომები შიგნით სისტემაში გასწორედეს,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიამე ძალიან არ მინდა პრეზიდენტი კი არა, მოქალაქეც ვიყო იმ ქვეყნისა სადაც პოლიტ-პატიმრებზე არის საუბარი