გიორგი კვირიკაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მტკივნეული პროცესი უწოდა

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მტკივნეული პროცესი უწოდა. თუმცა აღნიშნა, რომ “ჩვენ მალე გავივლით ამას და სამაგიეროდ, საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადავა”.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ჩაატარა ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, მოამზადა ინფრასტრუქტურა, ჰქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმპორტიორებთან, რომლებმაც სავაჭრო ქსელებში სათანადო აპარატურის წარმოდგენა უზრუნველყვეს.
“დღეიდან მოხდა ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა თბილისსა და მისი შემოგარენის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეთ დროს არიან ადამიანები, რომლებიც არ ემზადებიან სათანადოდ ასეთი მომენტისთვის. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. არის გარდამავალი პერიოდი. ადამიანები, რომლებმაც დღემდე ვერ შეიძინეს ეს აპარატურა, სავარაუდოდ, ამ დღეებში შეიძენენ მათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები შეიძინა და ეს მიიღო ყველა სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირმა, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული.
“ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ არ აუღია და ფოსტის ოფისებშია განთავსებული ეს აპარატურა. ამ დღეებში მოხდება გაწოვა ამ აპარატურის უკვე მომხმარებლამდე. ამ მტკივნეულ პროცესს და ეს არის მტკივნეული პროცესი, მგონია, რომ ჩვენ მალე გავივლით, სამაგიეროდ, საქართველო გადავა სრულიად ახალ ეტაპზე. ეს იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობებს ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი #34 მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა
შემდეგი სტატიარუსეთში კომუნალური მომსახურების ტარიფები გაიზარდა