გიორგი კვირიკაშვილი – ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს

ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.
მისივე თქმით, ძნელია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზის გაკეთება, თუ რამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ ძალიან კარგია და დადებითი პროცესია.
“ძალიან კარგია რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი, ალბათ თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანია, ასევე EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად, მე მეგონია, რომ ეს ძალიან კარგია და მისასალმებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური განვითარების ფონდი მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათბილისის მერია მრჩევლის ხუთი ახალი შტატის დამატების შესახებ განცხადებას ავრცელებს