გიორგი კვირიკაშვილი: ყველა უწყებასთან მიმდინარეობს მუშაობა ხარჯების შეკვეცის თვალსაზრისით

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხარჯების შემცირების საკითხზე მუშაობა ყველა უწყებასთან მიმდინარეობს.
როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მუშაობის შედეგად ფინანსთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრს ბიუჯეტის შეცვლილ პარამეტრებს 10 ივნისისთვის წარუდგენს.
“ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება – ჩვენ ვვარაუდობთ რეალურ ზრდას 2%-ის ფარგლებში, ანუ ინფლაციის ეფექტის გაუთვალისწინებლად. რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტის კორექტირებას, ყველა უწყებასთან მიმდინარეობს მუშაობა ხარჯების შეკვეცის თვალსაზრისით და 10 ივნისისთვის ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს შეცვლილ პარამეტრებს. მთავრობა რეალურად ბოლო თვეებშიც უკვე ნაკლებს ხარჯავდა და ფინანსთა სამინისტრო ამის კონტროლს ახორციელებდა, თუმცა ახლა ოფიციალურად მოხდება შეკვეცილი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენა, რომელიც 2%-იან ზრდაზე იქნება გათვლილი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყებას მიესალმება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ძალიან გვჭირდება ვიზიტორები და ტურისტები რუსეთიდან