გიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს

 

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მინისტრი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას – “ენერგოპრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფის 3.48 თეთრით გაზრდას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამი წლის წინ სახელმწიფოს მხრიდან ენერგომომწოდებლებთან ერთად იქნა გადაწყვეტილება მიღებული ტარიფის 3,54 თეთრით კლების შესახებ, დღეს, დღგ-ს გარეშე ხდება 3,48 თეთრით მომატება.
“ვფიქრობ, იმის მერე, რაც წინა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბევრი რამ შეიცვალა – მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე მოხდა დევალვაცია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ბევრ ქვეყანაში, ანუ მოხდა დოლარის გამყარება. ვინაიდან ჩვენ ვართ ენერგეტიკაში იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, ამის გარდა ბევრ ენერგოკომპანიას აქვს დოლარში ვალდებულებები, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, გაგებით უნდა შეხედოს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, რათა შენარჩუნდეს ენერგეტიკის სისტემის მდგრადობა, უწყვეტი მიწოდება და განვითარდეს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, სახელმწიფო მხოლოდ ამ ნაწილში მოახდენს სუბსიდირებას. ეს არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებლობით გამოწვეული სუბსიდირება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბობოხიძე და ზვიად ჯიბუხაია პრეზიდენტმა შეიწყალა
შემდეგი სტატიასარკოზიმ ევროპას უღალატა და პუტინს დაუწვა…