გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერს შეხვდა

დღეს, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერს შეხვდა გაიმართა ვიცე-პრემიერის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლას ბერლინერთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.
საუბრისას მხარეებმა აგრეთვე ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მიმოიხილეს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სხდომაზე საქართველოს მხარის მონაწილეობის საკითხი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის ჩატარების მნიშვნელობა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია – 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დარგში მილიარდ 800 მილიონამდე ლარია მობილიზებული
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე – ბიძინა ივანიშვილის ბანკიდან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფულს სესხულობს ბიძინა ივანიშვილის “პარნიკისთვის”