გიორგი კვირიკაშვილი: რეგიონში ამ დონის და ამ მასშტაბის ფორუმი პირველად ტარდება

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

ეს არის უპრეცედენტო საერთაშორისო ფორუმი, რომლის მსგავსიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში პირველად ტარდება , – ასე აფასებს ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გამართვას.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რათა ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები უცხოელ ბიზნესმენებს გააცნოს.
“საერთოდ წლიური შეხვედრის დროს არ ხდება კონკრეტული რაღაცეების ხელმოწერა და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნის წარმოჩენა საუკეთესო კუთხით. თუკი რამ გვაქვს ჩვენ ინვესტორებისთვის სათქმელი, უნდა ვუთხრათ ყველაფერი, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ქვეყანა საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ჩვენ 4200-ზე მეტი სტუმარი გვყავს, ეს არის უპრეცედენტო საერთაშორისო წარმომადგენლობითი ფორუმი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონში ამ დონის და ამ მასშტაბის ფორუმი პირველად ტარდება. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დღეს იქნება მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის და შესაძლებლობების შესახებ სპეციალური სესია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური სკანდალი – დაემუქრა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოველ კოლეგას?