გიორგი კვირიკაშვილი: მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან

გიორგი კვირიკაშვილი - ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია

მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა , გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან.
“გაგრძელდება სტარტეგიული თანამშრომლობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე ტრადიციულად ახლო მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მეგობარ სომხეთთან”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბასვილი: ელჩებმა უნდა გაითავისონ მათი ჩართულობის მნიშვნელობა იმ რეფორმების წარმოჩენაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: თამარ ბერუჩაშვილთან დაკავშირებით ღირსეულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ