გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერის მრჩეველს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ქრისტოფ ჰოისგენს შეხვდა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან ქრისტოფ ჰოისგენთან შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და პრიორიტეტები, ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარება და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების პროცესში გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად რეგიონის პოტენციალით გერმანიის საქმიანი წრეების შემდგომი დაინტერესებისა და ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ, საზოგადოებასთან და ჩვენს ერისკაცთან – ბიძინა ივანიშვილთან ერთად უარი ვუთხარით ძალადობას”
შემდეგი სტატიაქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება