გიორგი კვერენჩხილაძე – პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლაზე ხელისუფლების წევრების მიწვევა, მათთვის მოსაწვევების გაგზავნას არ გულისხმობს

იუსტიციის სამინისტროს არ წარმოუდგენია დასკვნა ყოფილი პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა არ გულისხმობს მათთვის მოსაწვევების გაგზავნას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს მიერ პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების მიზნით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მიწვევა ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის გამოხატვა იქნება. ‘
“იმისათვის, რათა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები რაღაც საკითხის განხილვას დაესწრონ, ისინი უნდა იყვნენ მიწვეულნი ამ საკითხის განხილვაზე. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მათ მიწვევაში არანაირად არ იგულისხმება მოსაწვევების გაგზავნა, ეს იქნება აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე სხვა ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. ამის შემდგომ, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია”, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება ფორმატს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირი ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობისთვის მზად არის – იქნება ეს ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლები თუ პოლიტიკური დებატები. ”
“ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხი და ჩვენ პატივს ვცემთ მის დისკრეციულ უფლებას”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში ანგარიშით 31 მარტს გამოვა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის გარემოცვა ფიქრობს, რომ ის გაგიჟდა
შემდეგი სტატიაევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურაა წარდგენილი