გიორგი კარბელაშვილი აცხადებს, რომ 6 საათის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი აცხადებს, რომ 6 საათის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ. როგორც კარბელაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს განუცხადა , მას სხეულზე ბევრი ტრავმა აქვს მიყენებული. კარბელაშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა, სადაც საკუთარი ინიციატივთ ექსპერტიზა ჩაუტარდა.
“ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, გატაცება. რამდენიმე საათის განმავლობაში, არც კი ვიცი, სად მამოძრავებდნენ. ქვიშხეთის ასახვევთან, დაახლოებით 50 მეტრში მანქანიდან გადმომაგდეს, გვეცნენ. მომიტაცეს, რამდენი იყვნენ, ვერ გავიგე. როგორც ამბობენ, რამდენიმე ათეული კაცი იყო”, – განაცხადა კარბელაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიციელები მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სიტუაციას ღარიბაშვილი აკონტროლებსო.
“გატაცებული ვიყავი 6 საათი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ლიკვიდაციის სცენარი იყო”, – აღნიშნა კარბელაშვილმა.
დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი თანხმლებ პირთან ერთად გუშინ რამდენიმე საათით პოლიციას დაკავებული ყავდა. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, “ტოიოტას” მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს.
“ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი – ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფრენკ გიფორდი – ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტრო – ლარის კურსზე ბიუჯეტის მხრიდან მოქმედი პარამეტრების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი