გიორგი კარბელაშვილის დაკავების ფაქტზე პარლამენტმა პროკურატურისგან ახსნა-განმარტება მიიღო

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების ფაქტზე პარლამენტმა მთავარი პროკურატურისგან შესაბამისი ახსნა-განმარტება მიიღო. საგამოძიებო უწყების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის გაგზავნილ წერილში საუბარია, თუ რატომ მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დროებით დაკავება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, წერილში არაფერია ნახსენები კარბელაშვილის შესაძლო დაკავების ან იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, რადგან ასეთ შემთხვევაში პარლამენტი იძულებული გახდებოდა საკითხის განხილვისთვის რიგგარეშე სხდომა მოეწვია.

კახიანის თქმით, პროკურატურა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მოიქცა და საკანონმდებლო ორგანოს ინფრორმირება მოახდინა.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის მატჩის ნახვა მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ
შემდეგი სტატია“ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები დაახურდავა ვაშლზე და კომბოსტოზე” – პეტრე ცისკარიშვილი ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე