გიორგი კანდელაკი – ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მტერს ემსახურება

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.
კანდელაკის თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ ის მედიასაშუალებები ფინანსდება, რომლებიც ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკით გამოირჩევიან.
“მაშინ, როცა ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, არის კრიზისი, როცა შევარდნაძის მმართველობის შემდეგ პირველად ხდება ბიუჯეტის სეკვესტრი, გუშინ ერთ-ერთმა არასამათავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომ საქართველოს მთავრობა ხალხის ფულით აფინანსებს ანტიდასავლურ, პრორუსულ მედიას და ღია პუტინისტურ პოლიტიკურ ძალას, ათეულ ათასობით ლარით. ეს მედიასაშუალებები, რომლებიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი, ღიად, მეთოდურად ახდენენ საქართველოს საზოგადოების დასავლური არჩევანის დისკრედიტაციას”,-აღნიშნა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა ტელევიზიამ აჩვენა ფილმი, თუ რაოდენ შესანიშნავი იყო ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ, ფილმი რომელიც ეძღვნებოდა პუტინს. აი, ასეთ მედიებს – რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, პირდაპირ ემსახურებიან ოკუპანტი ძალის ინტერესებს, აფინანსებს საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ფულით.
“ივანიშვილის რეჟიმი არის ანტიეროვნული, ივანიშვილის რეჟიმი ემსახურება საქართველოს მტერს”,- განაცხადა კანდელაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიასტრასბურგმა საქართველოს საპასუხოდ რუსებს 9 ოქტომბრამდე მისცა ვადა