გიორგი კანდელაკი: გამოსავალი არის არა სუბსიდირება, არამედ გადასახდების შემცირება

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერის სქემა ეკონომიკურ გუნდს დღეს უნდა წარმოედგინა, რისთვისაც მუშაობა მთავრობამ გუშინ საღამოს დაიწყო. თუმცა ნოდარ ხადურის განცხადების მიუხედავად, სუბსიდირების გეგმის წარგენის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.

სუბსიდირების საკითხზე დეპუტატები აქტიურად მსჯელობენ. უმცირესობაში ამბობენ, რომ გამოსავალი არის არა სუბსიდირება, არამედ გადასახდების შემცირება.

“გამოსავალი არის არა სუბსიდირება, იმიტომ, რომ სუბსიდირებას ეკონომიკა ყოველთვის მიჰყავს კრახამდე არამედ გადასახადების შემცირება,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სერგო რატიანის თქმით, მოსახლეობის ერთერთი მთავარი პრბლემაა, რომ მათ სოციალურად დაუცველობის სტატუსი მოეხსნათ.

უმრავლესობაში კი სუბსიდირების პროექტის წარდგენას ელოდებიან. თამაზ მეჭიაურის თქმით, მტავრობაში ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა კონკრეტული დეტალები არ არის მისთვის ცნობილი.

 

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: თბილისის მერია დაუდგება თითოეულ იმ ოჯახს გვერდით, ვისაც დასჭირდება
შემდეგი სტატიაპრემიერი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა