გიორგი ვოლსკი: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემუშავებული ორი რეზოლუციის პროექტს განიხილავენ დღეს დეპუტატები. ერთი დოკუმენტი ნაციონალურ მოძრაობას, მეორე კი უმრავლესობას ეკუთვნის. ამ ეტაპზე უცნობია, რეზოლუციის რომელ პროექტს უყრიან საბოლოოდ კენჭს, ან მოხერხდება თუ არა პოზიციების შეჯრება და ერთობლივი დოკუმენტის მიღება.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია 7 პუნქტიანია, სადაც საუბარია, რომ მთავრობამ უნდა გააგრძელოს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენება ოკუპირებულო ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

“ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე იყო 2006-07 წლებში, მაგრამ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია,” – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

„იქ ისეთი რამეები წერია, არც ჩვენ არ შეგვიძლია და არც უნდა შეგვეძლოს,“ – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილ რეზოლუციის ტექსტზე.

ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში საუბარია რამდენიმე მოთხოვნაზე. მათ შორის უნდა იყოს მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ასევე გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ხელისუფლებამ კი აქტიურად უნდა იმუშაოს ჟენევის ფორმატში.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: ჩვენ გავათავისუფლებთ კორუმპირებული მერებისგან და გამგებლებისგან ქვეყანას
შემდეგი სტატიაანდრეი მაკარევიჩი ოდესაში კულტურის და ტურიზმის სამინისტროს უხელმძღვანელებს