გიორგი ვოლსკი: მერაბ ტურავა არაა ის კაცი, პასუხისმგებლობას დაემალოს

“მერაბ ტურავა არაა ის კაცი, პასუხისმგებლობას დაემალოს, ხოლო პაპუაშვილმა ნეიტრალური პოზიცია უნდა აირჩიოს და პროცესებში არ უნდა ჩაერიოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოსამართლეებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მისი პოზიცია შორსაა ნეიტრალური პოზიციის აუცილებლობიდან და მოსამართლის ღირსებისგან.

შეგახსენებთ, მერაბ ტურავას, რომელიც ამ დრომდე ბათუმის ერთერთი კერძო კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში იმყოფება, საკონსტიტუციო სასამართლომ დღესაც მისცა ხელმეორედ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერის საშუალება. სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე კლინიკაში იმყოფებოდნენ და ტურავა მოინახულეს, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებიათ. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ განმარტება იმასთან დაკავშირებით, მოაწერა თუ არა ტურავამ ხელი გადაწყვეტილებას, მოგვიანებით გაკეთდება, ხოლო ერთერთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ტურავა სტაბილურადაა და მათი ვიზიტის მიზანი მხოლოდ კოლეგის მონახულება იყო.

 

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებზე გავლენას არ მოახდენს
შემდეგი სტატიაგურიაში გიგანტი ბავშვი დაიბადა