გიორგი ვაშაძე არ ადასტურებს, რომ დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

სიტყვის თავისუფლება არის ის პრინციპი, რომლის უგულველყოფა ყველა ხელისუფლებისათვის ფატალური აღმოჩნდა!

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, რომელიც ამ დროისთვის კიევში იმყოფება, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არჩეული არ არის და ამასთან დაკავშირებით საკონკურსო პროცესი და პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დეპუტატ დავით საყვარელიძეს განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა საკონკურსო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და კონკრეტული კანდიდატები შერჩეული არ არის.
მისივე განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეტანილი აქვს 175 კანდიდატს, რომელთაგან კომისიამ უნდა შეარჩიოს 3 და აქედან ერთი პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.
მანამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი კოლეგა დავით საყვარელიძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე უკვე დანიშნულია.

banner
წინა სტატიაშიდონბასში თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაზურაბ კვარცხელია მიმართვას ავრცელებს