გიორგი გუგავა: თუ ვირზე შეჯდნენ, შეიძლება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“

ოპოზიცია 2015 წლის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

ლეიბორისტულ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

“ეს ხელისუფლების სრულ გაკოტრებას ნიშნავს, რომელსაც არ შესწევს უნარი, რომ რეალური საარჩევნო რეფორმა გაატაროს და გაყალბების გზით აპირებს შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუ ვირზე შეჯდნენ, გაჯიუტდნენ, ეს პროცესი მივა იქამდე, რომ შეიძლება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს,” – განაცხადა ლეიორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

პარტიების მიერ არჩევნებისთვის ბოიკოტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიესალმებიან. თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ ბოიკოტის გამოცხადება ქვეყნის იმიჯისა და საარჩევნო გარემოს შეფასებაზე დადებითად არ აისახება.

შუალედური არჩევნების ბოიკოტს ნაციონალური მოძრაობაც უერთდება.

banner
წინა სტატიაშიდელტაში აცხადებენ, რომ სეტყვის თავიდან ასაცილებლად 50-მდე რაკეტა გაისროლეს
შემდეგი სტატია“დელტა” კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს