გიორგი ბარამიძე: ეს ხელისუფლება სახიფათოა საზოგადოებისთვის, ეკონომიკისთვის და ყველაფრისთვის

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

“ეს დიდი გამარჯვებაა, ხელისუფლება არის სახიფათო და მზად არის კონსტიტუციას გადააბიჯოს,”- ეს განცხადება გიორგი ბარამიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ბარამიძემ ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

“ეს სასამართლო რეალურად არის ფარსი. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ღიად უტიფრად თავხედურად მზად არის დაარღვიოს კონსტიტუცია. ეს ხელისუფლება
სახიფათოა საზოგადოებისთვის, ეკონომიკისთვის და ყველაფრისთვის. ეს არის ხელისუფლება რომელიც მზად არის, რომ კონსტიტუციას გადააბიჯოს და თქვას, რომ ეს
არ აინტერესებთ. სწორედ ეს ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში. ხელოვნურად ჭიანურდებოდა პროცესი. ძალით პოლიტიკურად ქალიშვილი კახი კახიშვილი ამბობდა, რომ მე რა შუაში ვარო ციხის უფროსმა გამოუშვასო. 9 თვეზე მეტხანს იჯდა ეს ადამიანი ციხეში. რა უფლებით მოიყვანეს უგულავა სასამართლოში ბორკილებდადებული. შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს ძალიან სახიფათო ხელისუფლებაა,”- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – ისევ იმ საარჩევნო სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ
შემდეგი სტატიაოპოზიცია მიმართავს პრეზიდენტს გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი