გიორგი ბარამიძე: გვინდა მოვუწოდოთ პრემიერსაც და სხვას რომ ქვეყანას ნუ მიიყვანენ სამოქალაქო დაპირისპირებამდე

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ოპოზიციის მიმართ წარმოუდგენელი და გაუგონარი განცხადება გააკეთა, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე ვანდალური თავდასხმები მოჰყვა.

ბარამიძის აზრით, პრემიერის მიზანია, ერთი მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაშინება, რასაც ვერ ახერხებს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნა და კონფლიქტის გამოწვევა.

“დღეს დილასაც განმეორდა ასეთი ვანდალური თავდასხმები. ამას ასევე მოჰყვა მთელს ქვეყანაში, ორგანიზებულად, შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრა, რაც მოწმობს იმას, რომ სწორედ ცენტრიდან კოორდინირებული და ერთიანი მოქმედებით ხდება ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, გვინდა ერთი მხრივ, მოვუწოდოთ პრემიერსაც და სხვას, ვინც ამ ხელისუფლებაში ამგვარი ხაზის მატარებელია, რომ ქვეყანას ნუ მიიყვანენ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, თორემ ეს ნამდვილად ძალიან ცუდად დამთავრდება. მეორე მხრივ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, პლაკატების გაკვრის ნაცვლად, რასაც არანაირი შედეგი არ აქვს, მიხედოს ქვეყანას. ეს ყველაზე სწორი იქნება”, – განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არც ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით არიან კმაყოფილი.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4067 ლარია
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის” სასამართლო პროცესი ოთხშაბათს განახლდება