გიორგი ბარამიძე: ბევრად უფრო ცივილიზებული მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნისას გააკეთა

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

ვაღიარებ, ბევრად უფრო ცივილიზებული და ჭკვიანური მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ეს ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნის დროს გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ტელეკომპანიისთვის ფინანსური საფუძვლების მონგრევა, მის დახურვას ნიშნავს.
“ვაღიარებ, ბევრად უფრო ცივილიზებული და ჭკვიანური მეთოდით ხურავთ ტელევიზიას, ვიდრე ეს ჩვენმა ხელისუფლებამ “იმედში” შევარდნის დროს გააკეთა – შედეგი ერთი და იგივე, ცოტა დროში გაწელილი იქნება. “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ტელევიზია ხელისუფლებამ ფინანსურად მოკლა და დახურა. ის, თუ როგორ გააგრძელებენ მუშაობას, მათი მარიფათის საქმეა. ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ “რუსთავი 2″ დაუხუროს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“ყაზტრანსგაზი” ქართული მხარისგან ინვესტიციების დაბრუნება მოითხოვოს?
შემდეგი სტატიადავით ონოფრიშვილი: 2016 წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული