გიორგი ალიბეგაშვილი – მთავარი ორიენტირი იქნება, სოციალურად დაუცველები არ დაიჩაგრონ

ვაუჩერის გაცემის წესის ცვლილების მთავარი ორიენტირი იქნება, არ დაიჩაგროს ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს დღეს საკრებულოში განუცხადა.
მისივე თქმით, მერიაში ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობს, შემდგომ კი საკრებულოში შევა და მასზე დეპუტატები იმსჯელებენ. გიორგი ალიბეგაშვილმა მედიას მიმართა, ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ და აღნიშნა, რომ საზოგადოება საქმის კურსში იქნება, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი.
“ამ თემაზე დაწყებულია საუბარი, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს თუ ვის ეკუთვნის სუბსიდია – სოციალურად დაუცველებს, გაჭირვებულებს, რათა სახელმწიფომ არ ხარჯოს თანხა იქ, სადაც მას შეუძლია აირიდოს მეტი დაფინანსება. მერიაში მიმდინარეობს ამ თემაზე საუბარი, შემდეგ პროექტი საკრებულოში შემოვა და საკრებულო დეტალურად იმსჯელებს. მთავარი ორიენტირი იქნება არ დაიჩაგროს ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდასკვნის მიხედვით, ვერეს ხეობაში 13 ივნისის ღამით 100 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა
შემდეგი სტატიაზოგადი უნარების შედეგები და სტატისტიკა ცნობილია