გიორგი აბაშიშვილმა ”ნაციონალურ მოძრაობას” ოფისი “უფასოდ” დაუთმო

როგორც “მარშალპრესისთვის” გახდა ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩევლი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი ქარელში “ნაციონალურ მოძრაობა” უძრავ ქონებას უთმობს.

გამოცემის ინფორმაციით გიორგი აბაშიშვილმა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფართი, ქირავნობის ხელშეკრულებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ორგანიზაციას გადასცა.

“2013 წლის 14 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ქარელის სამსახურს განცხადებით მიმართა გიორგი აბაშიშვილის დედამ ქეთევან აბაშიშვილმა, რათა მომხდარიყო რეგისტრაცია ქირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ მის უძრავ ქონებაზე მასა და ქ. ქარელში მროველის 19-ში მცხოვრებ გიორგი ახალკაცს შორის. გიორგი ახალკაცი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქარელის რაიონული ორგანიზაციის წევრი და ამავე ორგანიზაციის ერთერთი ლიდერის ნიკოლოზ ახალკაცის ბიძაშვილია. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშაშვილის ფართში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ოფისი გაიხსნა.

კონსპირაციის შენარჩუნებისა და კვალის დაფარვის მიზნით, 2014 წლის 11 აპრილს პრეზიდენტის მრჩეველის დედამ ქეთევან აბაშიშვილმა განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ქარელის სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება. ხელშეკრულების გაუქმება ფიქტიურად მოხდა აბაშიშვილსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის და “ნაციონალური მოძრაობის” ქარელის ორგანიზაციის ოფისი დრემდე განაგრძობს ზემოარნიშნულ მისამართზე ქ.ქარელში 9აპრილის ქუჩა ნომერ 9-ში ფუნქციონირებას, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით დრესაც წარმოადგენს გიორგი აბაშიშვილის ოჯახის საკუთრებას.

“მარშალპრესმა” გადაამოწმა ინფორმაცია და ჩვენი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ ქ.ქარელში, რა დროსაც დადასტურდა რომ, “ნაციონალური მოძრაობა” დრესაც განაგრძობს ფუნქციონირებას გიორგი აბაშიშვილის ოჯახის საკუთრებაში მყოფ ფართში, მიუხედავად საჯარო რეესტრის მიერ გაუქმებული ხელშეკრულებისა. კანონმდებლობით განსაზღვრული ქირავნობის ხელშეკრულების გარეშე”, – წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის ინფორმაციით “გაზპრომთან” კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ლაშა ბერულავა დაკითხვაზე დაიბარეს