გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია წარმოდგენილი

პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი, ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს არ უნდა გამოეყოს.

„საქართველოს პარლამენტში ერთ თვეზე მეტია პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია წარმოდგენილი. თუ ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ ამ შენიშვნებს, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ მოტივირებულ შენიშვნებში გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც კანონპროექტად არის ჩამოყალიბებული, ეროვნული ბანკის შემადგენლობაში საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესებას შეეხება. მთავარი არგუმენტი არის სწორედ ის, რომ მივცეთ ყველას საშუალება დაფიქრების, რათა ესე უარგუმენტოდ არ მოხდეს კონსტიტუციური ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის, დანაწევრება,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„დამაჯერებელი არგუმენტები შენიშვნებში არ ყოფილა” -თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის შენიშვნებზე
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა ნაწილობრივ 15 სექტემბრისთვის გაიხსნება