გიზო სართანია: „გუბერნატორს ვესაუბრე – „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთებისგან „ქართული ოცნების“ წმენდა დაიწყება“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის აიპ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს მამუკა ციმინტიას და მის მოადგილე დიტო სოსელიას მის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სართანიას ინფორმაციით, ციმინტია და სოსელია დღეს დილით საკუთარ სამუშაო კაბინეტში შეუვარდნენ და მესამე სართულიდან გადაგდებით დაემუქრნენ.
„მითხრეს, თითქოს მე ისინი აუგად მოვიხსენიე და ახსნა-განმარტებაც არ მადროვეს, ისე მეცა ორივე, სოსელიამ სკამი მომიქნია, შემდეგ ციმინიტია ყელში მწვდა და მახრჩობდა, რა დროსაც ჩვენმა თანაშრომლებმა შემოგვისწრეს და სიტუაცია განმუხტეს. ამის თაობაზე მე ვესაუბრე გუბერნატორ ლევან შონიას, რომელიც ადექვატურ რეაგირებას დამპირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთებისგან „ქართული ოცნების“ უნდა გაიწმინდოს და მერწმუნეთ, ეს პროცესი მალე დაიწყება. რაც შეეხება უშუალოდ ციმინტიას და სოსელიას, მივმართავ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ორივე მათგანი სამსახურებიდან“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიზო სართანიამ.
მედიის წარმომადგენლები დღეს ზუგდიდის მერიაშიც მივიდნენ, სადაც აღნიშნეს, რომ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება. „თაიმერი“ მამუკა ციმინტიასაც დაუკვშირდა, რომელმაც ჯერ ავტოსადგურთან დაგვიბარა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ზუგდიდში არ არის.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართა
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: სანქციები რჩება როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლისა