გივი თარგამაძის დაკითხვას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილი აცხადებს , რომ თუკი დანაშაულთან გვაქვს საქმე, მაშინ თანამონაწილეობისთვის პარლამენტის წევრს ისევე შეიძლება მოეკითხოს პასუხი, როგორც სხვას, ხოლო თუკი ინფორმაციის მიღებას აქვს ადგილი, ამაში პარლამენტის წევრი თავისუფალია. მისივე თქმით, ის არ ერევა თუ ვინ დაიკითხება და ვინ არ დაიკითხება.

“მე პირადად ჩემზე გეტყვით, ვარ პარლამენტის წევრი და თუ ვინმეს ექნება კითხვები, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, მზად ვარ მას პახუსი გავცე. ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ მათავისუფლებს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან. ამასობაში პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი ინფორმაციის მიღების და ინფორმაციის წყაროს არგამხელის თაობაზე, მაგრამ ეს იმუნიტეტი დანაშაულზე არ ვრცელდება. თუკი თქვენს ოთახში შემოვიჭერი და ინფორმაცია იქიდან ავიღე, ჩავიდენ დანაშაულს, მაგრამ თუკი ახლა ჩუმად ჯიბეში რაიმეს ჩამიდებ და ვნახავ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე -ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები