გივი თარგამაძე: ადგილი, სადაც თეთრი ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, გივი თარგამაძის ინფორმაციით,  ადგილი სადაც დღეს ვეფხვი ადამიანს თავს დაესხა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

“თეთრი ვეფხვი ლაგუნა-ვერეს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მანამდეც ნახეს, თუმცა, ეგონათ მკვდარი. ამ ტერიტორიიდან ამდენი დღის მანძილზე ცხოველთა ლეშების არგატანას კი ხელისუფლების წარმომადგენლები იმით ხსნიდენ, რომ ტერიტორია კერძოა და იქ მუშაობის უფლება არ აქვთ. მართლაც, კერძოა და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც არც თავად დაასუფთავა და არც სხვები მიუშვა. როგორ ჩანს, მისთვის მხოლოდ საკუთარი ზოოპარკის ბინადარნი წარმოადგენენ ფასეულობას”,- განმარტავს გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაში“ღარიბაშვილის პარანოია ცნობილია”- რას პასუხობს გოკა გაბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და რითი ემუქრება ის პრემიერს?
შემდეგი სტატიათბილისის მერია განცხადებას ავრცელებს