გივი ეუთოს უკრაინაში ობიექტურობისაკენ მოუწოდებს (ვიდეო)

pic_e50e7db5ed1b4e6cb8d5220b48216f13დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფების ბატალიონ ,,სომალის,, მეთაური  მეტსახელად ,,გივი,, ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც უკრაინის კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას უწევს ზედამხედველობას,  ობიექტურობისაკენ და მათ ხელში არსებულ ვიდეო ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

დღეს, რუსული ტელეკომპანია ,,ლაიფ ნიუსის,, გავრცელებული ინფორმაციით,  ,,გივი,,  აცხადებს, რომ ის, როდესაც ეუთოს თანამშრომლებს კონფლიქტის ზონაში ინსპექტირებისას აცილებდა, უკრაინელმა სამხედროებმა ტანკებიდან და სხვა საშუალებებიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს და ეს ვიდეო მასალა ეუთოს დამკვირვებლებს გააჩნიათ…

აღსანიშნავია, რომ მეტსახელი ,,გივი,, სეპარატისტული დაჯგუფება ბატალიონ ,,სომალის,, ლიდერს მიხეილ ტოლსტიხს, მის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებით, ბაბუამისის, ეროვნებით ქართველის პატივსაცემად უკრაინულ არმიაში სავალდებულო სამსახურის დროს შეურჩიეს… რადგან თავადაც გავდა გარეგნულად ქართველს… თუმცა ის საკუთარ თავს რუსი ეროვნების ადამიანს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოში ნათესავები არა ყავს… ,,გივიმ,,  სეპარატისტებს შორის პოპულარობა, უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლითა და სოციალურ ქდელში გავრცელებული ვიდეომიმართვებით მოიპოვა…

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა
შემდეგი სტატიარაულ ხაჯინბა 9 მაისის ზეიმზე მოსკოვში დაპატიჟეს