გიგლა ბარამიძე : ქამრები კი არ უნდა შემოიჭიროთ, იმ ქამრებზე უნდა დაეკიდოთ

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე თბილისის მერიაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე ლაპარაკობს. ბარამიძის თქმით, დედაქალაქის მერია ნაცვლად ქამრების შემოჭერისა, სხვადასხვა დეპარტამენტების შექმნას და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას განაგრძობს.

“ბატონო თბილისის მერო სოფელი კოკიდან, დაგველაპარაკეთ თბილისელებს და აგვიხსენით, სად იფლანგება ის მრავალ მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი გადასახადებით იკრიბება. შევწუხდით თქვენი და ხელისფლების ტერმინით – “შემოვიჭიროთ ქამრები”. მემგონი, ქამრები კი არ უნდა შემოიჭიროთ, იმ ქამრებზე უნდა დაეკიდოთ, რადგან გაუსაძლისია თქვენი დანაპირების შეუსრულებლობა და ტყუილების მოსმენა“, – მიმართავს გიგლა ბარამიძე დავით ნარმანიას და ხელისუფლებას.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა
შემდეგი სტატია“შესახლების ადგილს პატიმრები არ ირჩევენ” – სასჯეაღსრულების პასუხი კახა ნაკანს