გიგი წერეთელი EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული

photo (1)გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი, გერმანიის ბუნდესტაგის მიწვევით ბერლინში იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეობა მიიღეს G7/G20 საპარლამენტო კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის ორგანიზატორები ასევე იყვნენ მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმი (EPF) და გერმანიის მოსახლეობის ფონდი. კონფერენციის ძირითადი თემა იყო გენდერული თანასწორობის საკითხები, ამ მხრივ არსებული ვითარების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება დიდი შვიდიანის (G7) ლიდერებისათვის.
შეხვედრაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასამდე პარლამენტის წევრი მონაწილეობდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ინსტიტუტების და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე სპიკერთან, კლაუდია როტთან; ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციების წვერებთან; ბრიტანეთის, შვედეთის, ავსტრიის, პორტუგალიის დელეგაციების წარმომადგენლებთან.
გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე და მან საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებაზე, ამ საკითხებში საპარლამენტო ჩართულობაზე, არსებული საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური განვითარების საკითხებზე ისაუბრა.
გიგი წერეთელმა და მიხეილ მაჭავარიანმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის საბჭოს მუშაობაშიც. ამავე ფარგლებში გაიმართა EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები, სადაც ფარული კენჭისყრით, აღმასრულებელი კომიტეტის სამი წლის ვადით.
ეს ორგანიზაცია ევროპის 30 ქვეყანაში კოორდინაციას უწევს საპარლამენტო ჯგუფებს მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში. მათ შორის გენდერული საკითხები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა.

photo (2) photo

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამე აბსოლუტურად ვეთანხმები საზოგადოების ამ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ტენდერი აღარ არის ტენდერი