გიგი უგულავა პრეზიდენტს არჩევანს უწუნებს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. უგულავა პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაწყვეტილებას უწუნებს და ამბობს, რომ სააკაშვილის კადრების პროტესტის ფონზე შევარდნაძის კადრების წამოწევა გაუმართლებელია.

„ჩემთვის მიუღებელი და არასწორი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარედ გვენეტაძის შეთავაზება. გასაგებია, რომ ის ერთადერთი გასვლადი კანდიდატურა იყო ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ეს ხალხი არის შევარდნაძის პერიოდიდან დაბრუნებული სიმბოლოები და შენ თუ არ გინდა სააკაშვილის პერიოდის, არ შეიძლება გინდოდეს, თუ ჯანსაღად მოაზროვნე ხარ, შევარდნაძის პერიოდის მოსამართლე, რომელიც ქრთამით გამოირჩეოდა და იძახდა, რომ ეს გადაუდებელი აუცილებლობა იყო,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავას თქმით, ყველა ხელისუფლება ეცდება „თავის ფეხებს ქვეშ ამოიდოს სასამართლო,“ გამოსავალი კი მისი თქმით ნაფიცი მსაჯულების სისტემის გაძლიერებაა, რაც სასამართლოს მეტ ლეგიტიმაციას შესძენს.

banner
წინა სტატიაში“ის გააგდეს ქვეყნიდან” – უგულავა სააკაშვილზე
შემდეგი სტატიადღეს ღვთისმშობლის შობის დღე აღინიშნება