,,გიგი უგულავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან,, აცხადებს ირაკლი ღლონტი

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

,,გიგი უგულავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და მას, როგორც ჩემს კოლეგას საჯაროდ ვუცხადებ სოლიდარობას.
ეს არ არის პარტიის პოზიცია, ეს გადაწყვეტილება მივიღე პერსონალურად მე, როგორც ადამიანმა, კოლეგამ, იურისტმა, მოქალაქემ.
კანონიერების გარეშე ვერ შევქმნით სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს. გიგის უფლება აქვს დაუბრუნდეს ოჯახს და სასამართლო პროცესებზე გისოსების გარეშე წარსდგეს.
კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩემი განცხადება არ უკავშირდება გიგის პარტიას, მე ამ გადაწყვეტილების მიღებისას ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონით და საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებით და საჯაროდ ცნობილია ჩემი მსგავსი გადაწყვეტილებები სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე კოლეგების მიმართ.,, აცხადებს ,,რეფორმატორების,, ლიდერი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე – სრული ტექსტი