გიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს

გიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა თავის რამდენიმე ადვოკატს აცილება მისცა.

მისმა ბოლო იურისტმა გიორგი კონდახაშვილმა დღეს სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ის ვერ შეძლებს უგულავას ინტერესების დაცვას.

სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და უგულავას სახაზინო ადვოკატი გამოეყო. ხვალ გაიმართება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც ახალი ადვოკატისთვის გაცნობითი ხასიათის იქნება.

„უკვე მეექვსე ინტერესების დამცველი ადვოკატი არ გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე. ბრალდების მხარისთვის აუხსნელია თუ რატომ არ ცხადდებიან პროცესზე და რა მიზეზიდან გამომდინარე არ ამბობენ დასკვნით სიტყვას,“ – განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.

საუბარია გიგი უგულავასთვის წაყენებულ ბრალზე – ე.წ. რიყისა და იმედის საქმეზე.

საქმის განხილვა უკვე ბოლო ეტაპზეა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიამ ამბასადორიალზე აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
შემდეგი სტატიაზუგდიდის, წალენჯიხის და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეებს იმპიჩმენტს უმზადებენ?!