გიგი უგულავას ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ მატროსოვის ციხეში ჩააბარა

ე.წ მატროსოვის ციხეში გიგი უგულავასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა ცოტა ხნის წინ ყოფილი მერის ადვოკატმა. ბექა ბასილაიამ უკვე ჩააბარა ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ის ასევე აპირებს შეხვდეს გიგი უგულავას. ბასილაია კვლავ ადასტურებს, რომ უგულავა უკანონო პატიმარია.

“არ არსებობს არცერთი კანონი, ნორმა, რომლის საფუძველზეც უგულავა იმყოფება პატიმრობაში,“ – აცხადებს ბექა ბასილაია.

მატროსოვის ციხესთან ასევე დილიდან იკრიბებიან ყოფილი მერის მეგობრები და ახლობლები, რომებიც უგულავას უკანონო პატიმრობაზე საუბრობენ.

„ყოველი წუთი უგულავას პატიმრობაში გატარებისა არის უკანონოდ მისი თავისუფლების აღკვეთა. ამიტომ სასჯელაღსრულება ვალდებული იყო ის დაუყონებლივ გაეთავისუფლებინა,“ – განმარტავს მამუკა ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშიკაბალში საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა
შემდეგი სტატია“ივანიშვილმა და მისმა ხროვამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფეხებზე დაიკიდეს”