გიგა ბოკერია: 26 მაისს ამაზე აღარ ვისაუბრებ

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარტიის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს.
“სერიოზულად როგორ გიპასუხოთ ამაზე. უკვე გავაკეთე კომენტარი ამ თემაზე და 26 მაისს ამაზე უფრო ვრცლად ნუ მასაუბრებთ, ძალიან გთხოვთ”, – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.
რაც შეეხება პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” გუშინ დატოვეს, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 26 მაისს ამ თემაზე საუბარი არ სურს.
“გუშინ ვისაუბრე და შეიძლება მომავალშიც, სამწუხაროდ, მოგვიწიოს ამაზე საუბარი. დღეს ამაზე აღარ ვისაუბრებ”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება “ნაცილნალური მოძრაობის” სხვა წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა მიზეზით და სად წავიდნენ პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი ირწმუნება, რომ პარტიაში არანაირი შიდადაპირისპირება არ ყოფილა და ისინი ბოლო დრომდე თანამშრომლობდნენ.

banner
წინა სტატიაშირომ არ ყოფილიყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა ეროვნული გმირები, არავინ იცის, საქართველოს დამოუკიდებლობას როდის მოიპოვებდა
შემდეგი სტატია26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა