გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებსსაქართველო-უკრაინის ხელისუფლებების თანამშრომლობაზე ისაუბრა „კურიერთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

ბოკერია საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე საუბრობს და პრემიერისა და ვიცე-პრემიერის განცხადებებს იხსენებს.

„მძიმე ორი წელიწადი იყო საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენმა მთავრობამ აბსოლუტურად არაკომპეტენტურად, არადიპლომატიურად და ყოველგვარი მორალური პოზიციის გარეშე, დაიკავა იანუკოვიჩის მხარდამჭერი პოზიცია მაშინ, როდესაც სისხლისღვრა უკვე დაწყებული იყო “მაიდანზე”. მაშინ, როდესაც საქართველო ანტიპუტინური კოალიციის წინა ფრონტზე იყო, უცებ, მოულოდნელად ჩაჩოჩებულის პოზიციაზე აღმოჩნდა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას ორი წლის მანძილზე უკრაინაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არქონის გამოც საყვედურობს და ამბობს, რომ ამან ორ ქვეყანას შორის „ურთიერთობა სერიოზულად გააფუჭა“.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ყოველთვის გამონახავს ადეკვატურ პასუხს, გარედან მომავალ ზეწოლაზე–ვლადიმერ პუტინი
შემდეგი სტატიაქვეყნის ევროპული არჩევანი საფრთხეშია–ალექსი პეტრიაშვილი