გიგა ბოკერია პარლამენტში ბადაშვილის დაბარების მომხრეა

პროკურორი

“ჩვენი პოზიციაა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში, შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები,” – ამ ფორმით ეხმაურება გიგა ბოკერია პარლამენტში ბადაშვილის დაბარების საკითხს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მხარს უჭერს სახელმწიფო უწყებებზე სამოქალაქო ზედამხედველობას.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ მცდელობას, სამოქალაქო ზედამხედველობას იმ ორგანოებისა, რომლებიც ოლიგარქს და მილიარდერს ექვემდებარებიან, იმის ნაცვლად რომ ექვემდებარებოდნენ საქართველოს საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ დეპუტატებს.” – აცხადებს გიგა ბოკერია.

თავისუფალი დემოკრატები ბადაშვილს პარლამენტში მოსვლას ურჩევენ, რადგან მათი თქმით, ბევრი კითხვები დაგროვდა.

“რაც მთავარია, გვაინტერესებს, როგორ აპირებს ეს დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში.” – აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

banner
წინა სტატიაში,,რუსული პლაჟი გუბეზე,, (ვიდეო)
შემდეგი სტატიაარასამთავრობო სექტორი მთავარ პროკურორს პარლამენტში მისვლას მოუწოდებს