გიგა ბოკერია: მთავრობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ უნდა ატყუებდნენ ხალხს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ემბარგოსთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ნაციონალურ მოძრაობაში

გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, საქართველოს ემუქრება ემბარგო, რისი მწარე გამოცდილებაც ქვეყენას გააჩნია. მისივიე თქმით, რუსეთში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ამიტომ ყველა ქართველი მეღვინე რეალური საფრთხის წინაშე დგას.

„ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ მცდარი იყო მათი ჯიუტი პოლიტიკა, რომ თითქოს ქართველი გლეხის ხსნა იყო მხოლოდ რუსეთის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ მათ, რომ სახელმწიფო ხარჯებთან ერთად იმუშაონ ბაზრების გაფართოებაზე, რათა წლევანდელი რთველი ჩატარდეს წარმატებულად,“ – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება მუდმივად იტყუებოდა, როდესაც საუბრობდა საკუთარ წარმატებაზე რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში, რუსეთის ბაზრის გახსნაში.

„ის პრაქტიკულად გვეუბნებოდა, რომ ჩვენი მომავალი ეკონომიკის და ქვეყნის არის სწორედ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამ საფრთხეზე, ეკისრებათ მათ. ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი ბაზრები, ხოლო მთავრობა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ უნდა ატყუებდნენ ხალხს, რომ ჩენიო ხსნა რუსეთშია,“ – განმარტა გიგა ბოკერიამ.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის სანქციები საქართველოს
შემდეგი სტატიარა ჩაიფიქრა ენერგომაფიამ