გიგა ბოკერია: ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

“ივანიშვილი ატყუებს ხალხს და ემუქრება არასამთავრობო სექტორს,”- ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგა ბოკერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს.

გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნის და მისი სახელმწიფოსგან ჩამოშორება დემოკრატიული გზით უნდა მოხდეს.

“რას ვერჩოდით ჭიკაიძეს, როცა ის ამბობდა, კრიმინალი მშვენიერ მდგომარეობაშიაო. გამოვიდა ივანიშვილი და დასცინა საზოგადოებას, ლარი მშვენივრად არისო. ეს ადამიანი ატყუებს და დასცინის საზოგადოებას. ის ფიქრობს, რომ საზოგადოება გაჭირვებული რომ არის, მათი ბრალია. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ახლა უკვე არასამთავრობო სექტორს. ეს კაცი საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს. უნდა მოხდეს მისი ჩამოცილება დემოკრატიული გზით,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭო შოკშია – რუსმა დეპუტატებმა კაბინეტებიდან ნათურები, ტუალეტის ქაღალდი და საპონი წაიღეს
შემდეგი სტატია“დაფიქრდით, ბ–ნო ბიძინა, როგორი სახელით შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ – სააკაშვილის დამამარცხებელის, თუ საქართველოს გამთლიანებელის?! – ჯუმბერ კირვალიძე