გიგა ბოკერია: თითოეული წუთი, რომელსაც უგულავა ციხეში ატარებს, სისხლის სამართლის დანაშაულია

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

“თითოეული წუთი რომელსაც უგულავა ციხეში ატარებს სისხლის სამართლის დანაშაულია,” – ეს განცხადება გიგი უგულავას საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ გიგა ბოკერიამ გააკეთა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ამბობს, რომ თბილისის ყოფილი მერის განთავისუფლება დაუყონებლივ უნდა მოხდეს.

ბოკერია თანაგუნდელისა და თანამოაზრის განთავისუფლებას საქალაქო საამართლოში ელოდება.

“ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ, როგორც ამ საქმეში ასევე ზოგადად ივანიშვილის რეჟიმთან კონსტიტუციურ ბრძოლაში. თითოეული წუთი, რომელსაც ის ციხეში ატარებს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. საერთოდ, ეს ყველაფერი არის ნაწილი იმ დიდი პრობლემის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია. ამ საკითხშიც მათ თავისი სახე აჩვენეს ისევე, როგორც სხვა მიმართულებით იმ კატასტროფაში, რომელშიც ქვეყანა შეიყვანეს,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: სრულიად სამარცხვინო იყო სასჯელაღსრულების მინისტრის კახიშვილის განცხადება
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განაცხადებას ავრცელებს