გიგა ბოკერია – ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას ცდილობს

 

ივანიშვილი, ეროვნულ ბანკთან და სავალუტო ფონდთან კონფლიქტით, ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვას ცდილობს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის საუბრები ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დანგრევას იწვევს.

“ივანიშვილმა თავის მარიონეტებთან ერთად, სამი წლის განმავლობაში დაანგრია ეკონომიკა, გაზარდა სიღარიბე, უმუშევრობა, გააუფასურა ლარი და ჩვენ შარში გახვევას მუდმივად აგრძელებს. პირდაპირ თქვა, რომ თვითონ წყვეტს ვინ უნდა დაიჭიროს და ვინ არა, რაც ისედაც ვიცოდით, ამით ერთობა ეს კაცი. ახლა ქვეყნის შიგნით ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დანგრევა უნდა და გარეთ სავალუტო ფონდთან არის კონფლიქტში მთავარ მასტაბილიზირებელ ფაქტორთან. ბოლომდე უნდა, რომ უფსკრულში გადაგვჩეხოს. ამიტომაა ჩვენი საზოგადოების გადაუდებელი ამოცანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანად და კონსტიტუციური გზით, ეს კაცი ხელისუფლებას ჩამოაშოროს და გამოცვალოს მისი არაკომპეტენტური მარიონეტების გუნდი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება
შემდეგი სტატიადღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის დღეა