გიგა ბოკერია: აუცილებელია ამ საზიანო ფორმატის გაუქმება

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ ეს ფორმატი საზიანოა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გიგა ბოკერიას განმარტებით, ამ ფორმატის გამოყენებით მოხდა ცრუ პროგრესის შთაბეჭდილების შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე.

“კარასინი-აბაშიძის ფორმატი საზიანოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, იმიტომ რომ ამ ფორმატის გამოყენება მოხდა ცრუ პროგრესის შთაბეჭდილების შესაქმნელად, ცრუ გზავნილის გასატანად საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნითაც თითქოს პრობლემა მოგვარების გზაზე დგას, სინამდვილეში მდგომარეობა არის ძალიან სახიფათო, და ის ყოველდღე უარესდება როგორც ეს დღეს ჩვენ ნახეთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ საზიანო, მავნებლური ფორმატის გაუქმება როგორც დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძალიან მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს საჰაერო უსაფრთხოების ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა