გიგა ბოკერია: ამ მოძრაობის საბოლოო ამოცანა მავნებელი ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით შეცვლაა

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული საბჭო გორში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. ანტიკორუფციული საბჭოს წევრები შეჩერებული პროექტების დათვალიერებას გეგმავენ. მოსახლეობასთან შეხვედრისას ისინი რეგიონში ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებზე ლაპარაკობენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ასევე მიაწვდიან ინფორმაციას შეკრებილებს სამოქმედო გეგმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მათი ნაბიჯები გორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

“ამ მოძრაობის საბოლოო ამოცანა რა თქმა უნდა, არის დღევანდელი მავნებელი ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით შეცვლა. ეს გულისხმობს, მუდმივ დემოკრატიულ წნეხს ადგილობრივ ბიუროკრატიაზე, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული, ეს ნიშნავს ჩვენი გზავნილის მიტანას ამომრჩევლებამდე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს გორში რამდენიმე ადგილას იმყოფებოდნენ, მათ შორის, მათ სასათბურე მეურნეობა მოინახულეს, რომელიც 2012 წლიდან არ მუშაობს.

ისინი ასევე იმყოფებოდნენ გორის საავადმყოფოში, რომელიც ჩამოინგრა. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ამ შენობაში 64 იძულებით გადაადგილებული პირი უნდა შესახლებულიყო, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის გამო, ეს ვერ მოხერხდა.

დღის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ხურვალეთშიც გეგმავენ ჩასვლას.

banner
წინა სტატიაშიროგორ თარგმნა კიზირიამ ბურჯანაძე…?
შემდეგი სტატიალუგანსკელი სეპარატისტები ნარკოტიკებით ცხინვალიდან მარაგდებიან…?