იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელი გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
ამასთან დაკავშირებით შოთაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ ის 100%-ით უტყუარია და მეცნიერულად მისი საეჭვოდ გახდომა, შეუძლებელია.
შოთაძის განცხადებით, გია სოსანაშვილი წალკის რაიონში პოლიციის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი იყო და ის გუშინ დააკავეს.
მისივე ცნობით, მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის ერთ-ერთი ვერსია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება.