გია კორკოტაშვილი:-„არაა ლამაზი როცა ერთ ქვეყანაში დამნაშევი (ძებნილები) მეორე ქვეყანაში მმართველ თანამდებობებზე არიან“

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული მისია“ 26 თებერვალს უკრაინის საელჩოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციასთან დაკავშირებით გია კორკოტაშვილი (კორკოტა) საზოგადოებას მიმართავს.
-”პატივცემულო საზოგადოებავ!!!! დღეს, 12:30 საზოგადოების გარკვეული ნაწილი(არასამთავრობოები, ვეტერან-ძალოვანთა პარტია და მოქალაქეები) საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული მისიის” სახელით ვაპირებთ მშვიდობიანი სვლა მოვაწყოთ ლოკომოტივის სტადიონის ძირითადი შესასვლელიდან უკრაინის საელჩომდე.მსვლელობის მიზანია გადავცეთ უკრაინელ ხალხს ჩვენი კეთილგანწყობა ვუსურვოთ გამარჯვება თავისუბლებისთვის ბრძოლაში და დავანახოთ სააკაშვილის რეჯიმის მიერ დანგრეული საქართველო ჩვენი ქვეყანა(დაწყებული ომი2008, რუსეთზე გადაცემული სტრატეგიული ობიექტები პატიმრების ტანჯვა-წამება).ჩვენ ვერ შევძელით ამ სიმსივნის მოცილება და თქვენ ძალით რატომ იმართებთ.უკრაინელი ხალხი ბრძენია და ვფიქრობთ მინიმუმ არაა ლამაზი როცა ერთ ქვეყანაში დამნაშევი(ძებნილები) მეორე ქვეყანაში მმართველ თანამდებობებზე არიან.ჩვენ ვიყავით და დავრჩებით მოსიყვარულე და პატივისმცემელ ერებად. ვინც იზიარებთ ამ აზრს გელით უკრაინის საელჩოსთან“.

banner
წინა სტატიაშითამარ ხაჭაპურიძე-თეა წულუკიანის უწყება ცრუობს
შემდეგი სტატია“ყაზტრანსგაზ თბილისი” – ტარიფების გადახედვა შეეხება იურიდიულ პირებს და არა მოსახლეობას