გია ვოლსკი: სააკაშვილთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.  მისივე განმარტებით, ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დესტრუქციული პროცესების შექმნის დიდი ოსტატია.

ვოლსკი არ გამორიცხვს, რომ სააკაშვლმა, როგორც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში, ასევე უკრაინაში საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება შექმნას, შესაბამისად, ვოლსკი უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, მის მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
ამასთან, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეაგირებისთვის უკრაინის ხელისუფლებას წერილით მიმართა.
“სააკაშვილთან მიმართებაში, უკრაინის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ჩვენს მიერ მომზადებული წერილი საქმიანია, რომელიც ერთი მხრივ, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ითვალისწინებს და მეორე მხრივ კი, უკრაინის უსაფრთხოებას, რადგან სააკაშვილის საუბრები და აქტივობა რამდენიმე ასპექტს მოიცავს. მას ურთიერთობების ჩაგდება რამდენიმე მნიშვნელობით შეუძლია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობა ირაკლი ღარიბაშვილს არასწორი გზავნილების გამო აკრიტიკებს