გია ვოლსკი: “ნაციონალური მოძრაობა” ეცდება სტაბილურობას დარტყმა მიაყენოს

საპარლამენტო უმრავლესობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, იქნება მცდელობა იმისა, სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მიაყენონ. მისი თქმით, მსგავსი მცდელობა ოპოზიციისგან ორჯერ უკვე იყო. ვოლსკი აცხადებს, რომ ის მზად არის ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებები მოისმინოს.

“იქნება მცდელობა იმისა, სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ. ამის მცდელობა ორჯერ უკვე იყო. თუკი არსებობს ფურცელზე გადატანილი პროფესიონალური მოსაზრებები, რატომაც არა – ჩვენი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ამის ოფიციალურად წარმოდგენა ევალებათ კიდეც, თუკი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდია. განვიხილოთ და შეიძლება ჭკვიანური აზრიც ვნახოთ. სკანდალისკენ მოწოდებულ და სკანდალზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში იწყება (ფოტოები)
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ მოვალენი ვართ წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას