გია ვოლსკი – არაფორმალური პოზიცია, რომელიც პოროშენკომ სააკაშვილს მიანიჭა, გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნამ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
“პრაგმატული მოსაზრებები, პრაგმატული სტრატეგია აბსოლიტურად არ ითვალისწინებს ურთიერთობების გაფუჭებას. თუმცა, რა თქმა უნდა, ის არაფორმალური პოზიცია, რომელიც პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მიანიჭა, გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.
დეპუტატის აზრით აღნიშნულ თემებზე ამომწურავი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად გასულ კვირას დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ადასტურებს, რომ ფრაქციაში კომუნიკაციის ნაკლებობას ჰქონდა ადგილი
შემდეგი სტატიაუკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მართავს