“გია ბარამიძე შეიძლება დაიკითხოს,”-ირაკლი შოთაძე

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

“გია ბარამიძე შეიძლება დაიკითხოს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიების ტაქტიკიდან გამომდინარე ამის საჭიროება არ არსებობს,”-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

ირაკლი შოთაძემ გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ქაჯაიას დაკითხვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოწმის სახით მისი დაკითხვა მიმდინარეობს. შოთაძის თქმით, აფრასიძეების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გულუას სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ქაჯაია დაკითხვაზე იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, კი ქაჯაიას, სხვა სპეცრაზმელების მსგავსად, პროკურატურა გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სთხოვს ჩვენების მიცემას.

banner
წინა სტატიაშიბესიკ ხარძიანის ქალიშვილი პროკურატურამ განმეორებით დაკითხა
შემდეგი სტატია“სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინტერპოლიდან პასუხი არ მიგვიღია,”-ირაკლი შოთაძე